ჰელოუინი საქართველოში და სხვაგან…

ჰელოუინი– დღესასწაული რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს  აღინიშნება ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და სულ რამოდენიმე წელია რაც უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ არც ასეა საქმე. ქართველების აზრი ამ დღესასწაულის მიმართ იყოფა. ზოგი თვლის რომ ეს საშინელი, სატანისტური დღესასწაულია რომლის ჩატარების დროსაც  სულს ეშმაკს მიჰყიდი და ა.შ…. ზოგი კი ფიქრობს რომ არაფერი არ არის ამაში ცუდი, საშინელი და მითუმეტეს სატანისტური! ეს უბრალოდ ერთგვარი გასართობი დღესასწაულია რომლის ხიბლი სიახლეშია! ეს ჩვენთვის რაღაც ახალია და ამიტომ არის მიმზიდველი…

მეც დავფიქრდი, მივხვდი რომ არაფერი არ იყო ცუდი იმაში თუ ცოტას გავერთობოდი და გადავწყვიტე წელს მეც აღმენიშნა ჰელოუინი. არა იმიტომ რომ იაღოველი ვარ, ურწმუნო და ა.შ. არანაირი დატვირთვა არ ჰქონია ჩემს ჰელოუინს გარდა ცნობისმოყვარეობისა. მოკლედ, 2011 წლის 31 ოქტომბერ მე პირველად ავღნიშნე ჰელოუინი ჩემს ერთ მეგობართან ერთად. (ერთთან იმიტომ რომ სხვები ვიცი არ დამთანხმდებოდნენ)

დიდი არაფერი, სულ ორნი ვიყავით, ძალიან ცოტა იმისთვის რომ  დაუვიწყარი ფართი მოგვეწყო (როგორც სხვა ქვეყნებში იციან ხოლმე ჰელოუინის აღნიშვნა), ამას არც კი ვაპირებდით,  “ლაითად” ავღნიშნეთ, საგანგებო კოსტუმებიც კი არ გვეცვა, უბრალოდ სახეზე მოვიხატეთ საშინლად და საზიზღრად (ისიც მშობლების პარფიუმერიით) და რაც ყველაზე მთავარი იყო ამ საღამოსთვის, გოგრა რომელიც უნდა გამოგვეჭრა.

ჯერ  “გამოვშიგნეთ” :დ გამოვაცალეთ ყველაფერი რისი გამოცლაც შეგვეძლო :დ ამოვიღეთ უამრავი კურკები…

Read more of this post

Advertisements