ჰელოუინი საქართველოში და სხვაგან…

ჰელოუინი– დღესასწაული რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს  აღინიშნება ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და სულ რამოდენიმე წელია რაც უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ არც ასეა საქმე. ქართველების აზრი ამ დღესასწაულის მიმართ იყოფა. ზოგი თვლის რომ ეს საშინელი, სატანისტური დღესასწაულია რომლის ჩატარების დროსაც  სულს ეშმაკს მიჰყიდი და ა.შ…. ზოგი კი ფიქრობს რომ არაფერი არ არის ამაში ცუდი, საშინელი და მითუმეტეს სატანისტური! ეს უბრალოდ ერთგვარი გასართობი დღესასწაულია რომლის ხიბლი სიახლეშია! ეს ჩვენთვის რაღაც ახალია და ამიტომ არის მიმზიდველი…

მეც დავფიქრდი, მივხვდი რომ არაფერი არ იყო ცუდი იმაში თუ ცოტას გავერთობოდი და გადავწყვიტე წელს მეც აღმენიშნა ჰელოუინი. არა იმიტომ რომ იაღოველი ვარ, ურწმუნო და ა.შ. არანაირი დატვირთვა არ ჰქონია ჩემს ჰელოუინს გარდა ცნობისმოყვარეობისა. მოკლედ, 2011 წლის 31 ოქტომბერ მე პირველად ავღნიშნე ჰელოუინი ჩემს ერთ მეგობართან ერთად. (ერთთან იმიტომ რომ სხვები ვიცი არ დამთანხმდებოდნენ)

დიდი არაფერი, სულ ორნი ვიყავით, ძალიან ცოტა იმისთვის რომ  დაუვიწყარი ფართი მოგვეწყო (როგორც სხვა ქვეყნებში იციან ხოლმე ჰელოუინის აღნიშვნა), ამას არც კი ვაპირებდით,  “ლაითად” ავღნიშნეთ, საგანგებო კოსტუმებიც კი არ გვეცვა, უბრალოდ სახეზე მოვიხატეთ საშინლად და საზიზღრად (ისიც მშობლების პარფიუმერიით) და რაც ყველაზე მთავარი იყო ამ საღამოსთვის, გოგრა რომელიც უნდა გამოგვეჭრა.

ჯერ  “გამოვშიგნეთ” :დ გამოვაცალეთ ყველაფერი რისი გამოცლაც შეგვეძლო :დ ამოვიღეთ უამრავი კურკები…

შემდეგ თვალების გამოჭრა დავიწყეთ, წინასწარ კალმით მოვხაზეთ როგორ უნდა გამოგვეჭრა :დ(რამოხდა  პირველი იყო..)

შემდეგ ცხვირი, პირი.

გოგრაც მზად არის.დავამაგრეთ შიგნით ჩვეულებრივი სანთელi

ეს იყო. დიდი არც არაფერი. ბევრ რამეს ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ალბათ იმიტომ რომ ეს პირველი იყო.  არაუშავს,  ალბათ შემდეგ წელსაც ავღნიშნავთ და მაშინ უკვე ბევრნი ვიქნებით….

აი სხვა ქვეყნებში ჰელოუინს უკვე ბევრი წლებია აღნიშნავენ, ასევე იყო წელსაც. ყველა ასაკის ხალხი, ბავშვები, მოზარდები თუ ზრდასრული ადამიანები, ყველამ ვისაც ეხალისებოდათ ზეიმი აღნიშნა ჰელოუინი.

და ბოლოს, ჰეოლუინს გვილოცავენ პატარები  ♥

Advertisements

About Shoka
All link about me

4 Responses to ჰელოუინი საქართველოში და სხვაგან…

  1. nanuka says:

    me mqonda magari grimi 😀 moxucma qalma rom daminaxa vaime dedao da karebi egreve daxura

  2. nini says:

    mec vzeimob halloweens.chvenc cota vart magram mainc magaria… chemtan ertad dedachemic zeimobs da misi dakalebic 🙂 gogras dedachemi chris xolme 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: