10 things about Italy

უკვე ერთი თვეა მანტოვაში ვარ. სტატუსი-სტუმარი. ბევრად მირჩევნოდა აქ დამოუკიდებლად მეგობრებთან ერთად ჩამოსვლა და ქალაქის ერთ-ერთ უბრალო სასტუმროში გაჩერება ვიდრე ნათესავებთან სტუმრობა, თუმცა ამასაც აქვს პლიუსი: ყოველ დღე ვეცნობი აქაური ხალხის ცხოვრებას, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. და ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ ჩემნაირ ბლოგერს რომელსაც 2012 წლის მერე პოსტი არ დაუწერია,გადააწყვეტინა დაეპოსტა.

1.რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა იყო იმის გაგება რომ თურმე ნამდვილ პიცას მაიონეზის გაკეთება არ უნდა. როცა ვთქვი, რომ საქართველოში (და არა მარტო) პიცას ზემოდან მაიონეზი უნდა ჰქონდეს მოსხმული, დამცინეს 😐

2. საინტერესოა იტალიური ყავა, თავისი მოსადუღებლით, რომელსაც დღეში ორჯერ მაინც სვამენ ოღონდ ძალიან ცოტას და ძალიან მწარეს (ძლიერს). ჰო და ყავას აუცილებლად წყალს აყოლებენ. არ ვიცი რატომ -_-

3. შეუძლიათ მაკარონის ათასნაირად გაკეთება. მაკაროონი ხორცით, მაკარონი პასტით, მაკარონი ყველით, მაკარონი ყველაფრით. უბრალოდ მაკარონიც კი მათთვის ყველაზე საყვარელი საჭმელია.

4. შედარებით ძველ ქალაქებში (რომში, ვერონაში..) მოსახლეობა გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებს. უკვე აღარ მიკვირს ხოლმე როცა ქუჩაში 80 წლის ქალს ველოსიპედზე მჯდომს ვხედავ.

533191_701173063242185_1868754349_n Read more of this post