10 things about Italy

უკვე ერთი თვეა მანტოვაში ვარ. სტატუსი-სტუმარი. ბევრად მირჩევნოდა აქ დამოუკიდებლად მეგობრებთან ერთად ჩამოსვლა და ქალაქის ერთ-ერთ უბრალო სასტუმროში გაჩერება ვიდრე ნათესავებთან სტუმრობა, თუმცა ამასაც აქვს პლიუსი: ყოველ დღე ვეცნობი აქაური ხალხის ცხოვრებას, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. და ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ ჩემნაირ ბლოგერს რომელსაც 2012 წლის მერე პოსტი არ დაუწერია,გადააწყვეტინა დაეპოსტა.

1.რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა იყო იმის გაგება რომ თურმე ნამდვილ პიცას მაიონეზის გაკეთება არ უნდა. როცა ვთქვი, რომ საქართველოში (და არა მარტო) პიცას ზემოდან მაიონეზი უნდა ჰქონდეს მოსხმული, დამცინეს 😐

2. საინტერესოა იტალიური ყავა, თავისი მოსადუღებლით, რომელსაც დღეში ორჯერ მაინც სვამენ ოღონდ ძალიან ცოტას და ძალიან მწარეს (ძლიერს). ჰო და ყავას აუცილებლად წყალს აყოლებენ. არ ვიცი რატომ -_-

3. შეუძლიათ მაკარონის ათასნაირად გაკეთება. მაკაროონი ხორცით, მაკარონი პასტით, მაკარონი ყველით, მაკარონი ყველაფრით. უბრალოდ მაკარონიც კი მათთვის ყველაზე საყვარელი საჭმელია.

4. შედარებით ძველ ქალაქებში (რომში, ვერონაში..) მოსახლეობა გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებს. უკვე აღარ მიკვირს ხოლმე როცა ქუჩაში 80 წლის ქალს ველოსიპედზე მჯდომს ვხედავ.

533191_701173063242185_1868754349_n

5. ავტომობილებს რაც შეეხებათ, თითქმის ნახევარ იტალიას Fiat-ის ფირმის მანქანა ყავს და საერთოდ, ყველას მცირე ზომის ავტომობილი ურჩევნია. ვითომ პარკინგისთვის ადგილს ადვილად ვპოულობთო, უფრო ეკონომიური არისო. რავიცი.

6. ჩინელები აქაც ბევრნი არიან. ლოლ

7. ამათი ტბა ჩვენს ზღვას ჯობია.

8. სახელი “მარკო” აქ ისეთივე გავრცელებულია როგორიც ჩვენთან გიორგი.

9.  ძალიან ბევრი ეკლესიაა და ძალიან ლამაზი.

1146588_699217513437740_236844842_n

Mantova, Duomo

10. საინტერესოა იტალიელების აზრი რომეოსა და ჯულიეტას ქალაქზე, რომლის სანახავად ყოველ დღე უამრავი ტურისტი მიდის. მათი აზრით ეს არც თუ ისე სანახავი ადგილია რადგან რომეოსა და ჯულიეტას ისტორია მხოლოდ გამოგონილია და არა ნამდვილი. ისინი ფიქრობენ რომ იტალიაში ბევრად უფრო ისტორიული და საინტერესო ადგილებია სანახავი.

როცა იმ ადგილას მივედი სადაც ჯულიეტას აივანი და მისი ქანდაკებაა, რათქმაუნდა ისეთივე ცარიელი არ დამხვდა როგორიც ფილმებში მქონდა ნანახი ;დ იმდენი ხალხი იყო რომ რიგი იდგა ჯულიეტას ქანდაკებასთან სურათის გადასაღებად. ყველა რატომღაც ცალ მკერდზე ადებდა ხელს. კი გამიგია ასეთი ლეგენდა არის, რომ თუ ხელს შეახებ მალე გათხოვდებიო, მაგრამ კაცებიც რომ ეგრე იღებდნენ სურათს? O_o
ხო და კიდე სანამ მივიდოდი, ერთი კვირით ადრე ვერონაში one direction-ის კონცერტი ყოფილა, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი ე.წ “ჯულიეტას კედელი“ გადავსებული იყო ნაწერებით “Love one directioooon <3″, ” One direction saved my lifeeeee”…..

1170874_706866656006159_505295735_n

Advertisements

About Shoka
All link about me

3 Responses to 10 things about Italy

  1. spleet says:

    კარგი პოსტი იყო და მშურს შენი… პოსტიდან ჩანს რამდენ ადგილას ყოფილხარ და მეგობრულად გირჩევ : ააააააარ ჩამოოოოოოოოოოხვიდე! :დდ

  2. Sxvanairy says:

    Chems shvils marco unda davarqva :d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: