როგორ მოვხვდი მეორე საქართველოში

 აი წარმოიდგინეთ, საქართველო ქართვეელების გარეშე ხომ ის საქართველო აღარ იქნებოდა? ქვეყანას ხომ ხალხი ქმნის, რომელსაც ასე თუ ისე საერთო ქცევები  აქვს? მაგალითად, გერმანიაში გერმანელების მაგივრად რომ რუსები ცხოვრობდნენ, რუსეთი ერქმეოდა და არა გერმანია. და აი სადაც მე მოვხვდი ამ ზაფხულს, იტალია ერქვა ოღონდ იტალია უამრავი ქართველებით.
IMG_20130818_113958
სადაც სამი თვე გავატარე, იტალიის ერთი პატარა ქალაქი იყო. ძალიან პატარა. ამ ქალაქში 1000-მდე ქართველი ცხოვრობდა. იქ ცხოვრების მიზეზი ყველას თავისი ჰქონდა თუმცა იქაც თავისუფლად ავლენდნენ თავიანთ “ქართველობას”.
 მაგალითად, მე შევხვდი ქართველ მამაოს რომელიც საპატრიარქოს მიერ თბილისიდან იყო გამოგზავნილი, ქართველი ემიგრანტებისთვის წირვა რომ ჩაეტარებინა. მას ყოველი წირვის ბოლოს თავისი მრევლი ფულს უგროვებდა, იმიტომ რომ სახლში გადასახადები გადაეხადა და საჭმელი ეყიდა (საზღვარგარეთ ძვირია ცხოვრება კაცო..).  არადა იმავე მამაო აიფონ 5ით პასუხობდა ზარებს, და ინსტაგრამსაც კარგად ფლობდა.
შევხვდი ერთ-ერთ ქართველ მართლმადიდებელ მრევლს, რომელსაც ყოველ კვირას ზიარება აუცილებლად მიაჩნდა. ზიარება რათქმაუნდა უზმოზე, თან ლოცვები წაკითხული უნდა ჰქონოდა, მაგრამ ერთი ორი ღერი ზიარებამდე როარ მოეწია, აი “პროსტა არ შეეძლო რააა”  მამაომ იცის და მაინც მაზიარებსო- თავს ინუგეშებდა ხოლმე, ბოლო ნაპასს რომ დაარტყამდა.
ვხედავდი ქართულ ოჯახებს, რომლებიც საჭმელს ეკლესიაში ჭამდნენ. სამაგიეროდ ბრენდული ტანსაცმლით დადიოდნენ.
გავიცანი 50 წლის ქალი, რომელიც იქ სამუშაოდ უკვე 10 წელი იყო და მთელი ეს დრო საქართველოში, თავის ოჯახს უგზავნიდა ფულს. ის ყოველდღე გვიყვებოდა თუ როგორ მოიტაცა თავისმა ქმარმა 17 წლის ასაკში და როგორ გაუმწარა ცხოვრება. თუმცა ის მაინც დაუზარელად უგზავნის თავისი ხელფასის 90 %ს იმიტომ რომ   “მაინც ქმარია და  უყვარს”. მეკი მგონია რომ ეს ქალი მზადარის მთელი ცხოვრება თავისი უსაქმური ქმრისთვის იმუშაოს, ოღონდ მისგან შორს იყოს.
და ბოლოს, რითაც ყველაზე მეტად გამოვშტერდი იყო ის რომ ქალაქის ცენტრში ქართველმა ბიჭმა მეორე ქართველი დანით დაჭრა. მეორე დღეს მთელ ქალაქში და ყველა ჟურნალში ლაპარაკობდნენ რომ “ასეთი” კრიმინალები და საშიშები ვართ ეს ქართველები. რამოდენიმე დღეში დაჭრილი ბიჭი მოკვდა.
ასეთი იყო ჩემი აღმოჩენილი მეორე საქართველო, რომელიც ბევრით არ განსხვავდება ნამდვილისგან.
Advertisements

About Shoka
All link about me

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: